Tuesday, August 14, 2018

პროგრამა რაჭის პოპულარიზაციისა და შიდა ტურიზმის განვითარებისთვის


რაჭის პოპულარიზაციის გაზრდისა და შიდა ტურიზმის განვითარებისთვის, პროექტი „გაიცანი რაჭა უფრო კარგად” იწყება. როგორც პროგრამის ავტორები ამბობენ, შეიქმნება საინფორმაციო ვებგვერდი, მოეწყობა მცირე ტურები და ღონისძიებები.  მათივე თქმით, იგეგმება საინტერესო ინფორმაციების და ფოტო/ვიდეო მასალების განთავსება, ეს კი, დაინტერესებულ პირებს, საშუალებას მისცემს, უკეთ გაიცნონ რაჭული კულტურა, ტრადიციები, სტუმარ-მასპინძლობის წესები, რაჭული სამზარეულო, საოჯახო მარნები, ისტორიულ-კულტურული ძეგლები, საინტერესო ადამიანები და ა.შ.

„პროექტის მიზანია რაჭის ცნობადობის გაზრდა და თითოეული სოფლის პოპულარიზაცია, რაც გამოიწვევს დამთვალიერებელთა მეტ ინტერესს და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას”.
პროექტს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს. მათი თქმით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, წვლილი შეიტანოს პროგრამის განხორციელებაში:
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია მოგმართავთ თხოვნით, მოგვაწოდოთ თქვენთვის ცნობილი, საინტერესო ამბები (ფაქტები, თქმულებები, ისტორიები, ლეგენდები, ,,რაჭული მარგალიტები“ ), რომლებიც უკავშირდება რაჭას, რაჭველებს, თითოეულ სოფელს, ისტორიულ – კულტურულ ძეგლებს, კოლორიტულ პიროვნებებს და ა.შ.“

No comments:

Post a Comment