Sunday, May 19, 2019

„შენ მისთვის საუკეთესო მაგალითი ხარ, შეწყვიტე მოწევა!“

31 მასი თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, სააფთიაქო ქსელმა ,,ავერსი’’ და ბრენდმა ,,ტაბექსი’’ ერთობლივი ვიდეორგოლი მოამზადეს, რომლის მთავარი მესიჯი შემდეგნაირად ჟღერს – „შენ მისთვის საუკეთესო მაგალითი ხარ. შეწყვიტე მოწევა!“
ვიდეორგოლი ხაზს უსვამს მწეველი მშობლის შესაძლო უარყოფით გავლენას შვილზე და ეყრდნობა საკმაოდ შემაშფოთებელ სტატისტიკას – 2005 წელს, თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბავშვების 87.7% – პასიური მოწევის გავლენის ქვეშაა, საქართველოში სკოლის მოსწავლეების 22,1% მწეველია, ყოველი მოწეული სიგარეტი ცხოვრების ხანგრძლივობას 5 წუთითა და 30 წამით ამცირებს, 5 ღერი სიგარეტი იმ რაოდენობით ნიკოტინს შეიცავს, რომელსაც ადამიანის მოკვლა შეუძლია, ხოლო ყოველი 10 მოზრდილი ადამიანიდან ერთის სიკვდილის მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა. ვიდეორგოლზე სარეკლამო სააგენტო „ედვენმა“ იმუშავა.

No comments:

Post a Comment