Tuesday, May 28, 2019

ბუენოს-აირესში თბილისის სკვერი გაიხსნა


არგენტინის დედაქლაქ ბუენოს-აირესში თბილისის სკვერი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
,,საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და არგენტინის მიერ საქართველოს პირველი  დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ქ. ბუენოს-აირესში თბილისის სკვერის ინაუგურაცია გაიმართა“.

სკვერის გასაფორმებლად ქართული თემატიკა გამოიყენეს. კედლებზე ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი აივნებიანი სახელებისა და მულტიპლიკაციური გმირების  გამოსახულებებია. ასევე, დატანილია ქართული ხუთჯვრიანი დროშა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბუენოს-აირესის ავტონომიური ქალაქის პარლამენტისა და მთავრობის წევრები, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დეპუტატთა პალატის წევრები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
„დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქალაქის პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ფრანცისკო კინტანამ, საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა და მერიის წარმომადგენელმა ალეხანდრა ფერეირამ“.

No comments:

Post a Comment