რა იქნებოდა, ონლაინ რომ შეგვეძლოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება? გადავურჩებოდით დაუსრულებელ რიგებს, გაცდენილ სამუშაო საათებს და ვინ იცის, დამატებით ხარჯებსაც… წინასწარ რომ ვიცოდეთ, დაახლოებით მაინც, რა შეიძლება გვაწუხებდეს, ხომ უკეთ შევარჩევდით ექიმსაც და როგორც იქნა, ექიმის კაბინეტში მოხვედრილები აღარ მოვისმენდით ფრაზას “თქვენ არ ხართ ჩემი პაციენტი”… შესაძლებელია, რომ არსებობდეს ონლაინ საშუალება, რომელიც საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მოგვცემს წარმოდგენას? ამ კითხვებზე პასუხების ძიებამ მამუკა მონავარდისაშვილი, ირაკლი სასანია და თორნიკე რაზმაძე ერთი იდეის გარშემო გააერთიანა – შეექმნათ ჯანდაცვის ციფრული პლატფორმა MyDoc, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, პაციენტებს დიაგნოსტირებაში დაეხმარებოდა, დააკავშირებდა ექიმთან და ჯანმრთელობაზე ზრუნვას გაუმარტივებდა:
“ერთი მხრივ, დროში გაწელილი, მოუხერხებელი კონსერვატიული მკურნალობის პროცესი და როგორც შედეგი არაეფექტური ძვირი მკურნალობა და სამედიცინო შეცდომების დიდი რისკი, მეორე მხრივ კი, უწყვეტი და ეფექტური კომუნიკაციის არხების არ არსებობა მკურნალობის პროცესში პაციენტსა და სპეციალისტებს შორის, – აი, ის 2 ძირითადი პრობლემა, რომელმაც გვიბიძგა შეგვექმნა MyDoc,” – ამბობს მამუკა მონავარდისაშვილი.
მამუკა მონავარდისაშვილი რამდენიმე ონლაინ კომპანიის დამფუძნებელია (Myvideo.ge, Fly.ge, Maika.ge…), ირაკლი სასანია – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი, თორნიკე რაზმაძე კი 15 წელია პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე მუშაობს. საინიციატივო ჯგუფმა MyDoc პლატფორმაზე მუშაობა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს კი, MyDoc ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული გახდა. კომპანიის დამფუძნებლები იმედოვნებდნენ, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის სფეროებში მიღებული გამოცდილების გაერთიანებით, საინტერესო და მოთხოვნად პროდუქტს შექმნიდნენ. მარკეტერის შეკითხვებს კომპანიის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, მამუკა მონავარდისაშვილმა უპასუხა.
M: როგორ დააკავშირეთ ხელოვნური ინტელექტი მედიცინასთან?
ჩვენი ღრმა რწმენით, სწორედ მედიცინაა ის სფერო, რომელშიც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენება მისი ეფექტურობის თვისობრივ ზრდას გამოიწვევს. ხელოვნურიინტელექტი წარმოადგენს იმტექნოლოგიას, რომელიც ექიმებსდაეხმარება განახორციელონ პაციენტების დიაგნოსტირება დამკურნალობა სწრაფად და ეფექტურად.
ექიმის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასისტენტი, პაციენტთან ურთიერთობაში ე.წ. ჩეთბოტების გამოყენება, სამედიცინო გამოსახულებების (MRT, CT, X-RAY) ხელოვნურიინტელექტის მეშვეობით ანალიზი, პაციენტის სამედიცინო ისტორიის ხელოვნურიინტელექტის მეშვეობით დამუშავება და ანალიზი, – ეს ის მიმართულებებია, რომლებიცმთლიანად შეცვლის მომავლის ჯანდაცვას. ამდენად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გადავდგათ პირველი ნაბიჯები, არა მარტო საქართველოში, არამედრეგიონშიც.
M: როგორ მუშაობს MyDoc პლატფორმა?
პაციენტებს აქვთ სწრაფი, მოსახერხებელი, ეფექტური და იაფი მკურნალობის პროცესისწარმართვის შესაძლებლობა. უშუალოდ სპეციალისტ ექიმთან მიმართვამდე, პაციენტიონლაინ გადის გასაუბრებას ე.წ ექიმის ვირტუალურ ასისტენტთან – ჩატბოტთან. ეს საშუალებას იძლევა პაციენტის მდგომარეობის შესახებ შეიქმნას წინასწარი, სრულისურათი და მოცემულ სიმპტომებზე დაყრდნობით, მიიღოს ინფორმაცია შესაბამისიდაავადებების ალბათობათა შესახებ. სისტემა, ასევე, აცნობებს პაციენტს, თუ რამდენადაუცილებელია სამედიცინო დახმარება და ვის უნდა მიმართოს საჭიროების შემთხვევაში.
სპეციალური ალგორითმების მეშვეობით, პლატფორმა მომხმარებელს (პაციენტს) სთავაზობს უპასუხოს კითხვათა მიმდევრობას და შეავსოს ჩივილები დეტალურად.
სისტემა ადგენს შესაძლო კავშირს წარმოდგენილ სიმპტომებსა და მონაცემთა ბაზაშიარსებულ დიაგნოზებს შორის ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების საშუალებით დაახარისხებს დიაგნოზებს მათი ალბათობების სიდიდის მიხედვით. ამასთან ერთად,პლატფორმა იძლევა საშუალებას კომუნიკაცია ექიმსა და პაციენტს შორის განხორციელდესონლაინ რეჟიმში და განისაზღვროს ჰოსპიტალიზაციისა თუ სხვა სამედიცინო მომსახურებისსახე და აუცილებლობა.
პაციენტი ექიმთან ურთიერთობას წინასწარ მომზადებული და ინფორმირებული იწყებს, რაც,საბოლოო ჯამში, აჩქარებს და აიოლებს დიაგნოსტიკის პროცესს. პლატფორმა პაციენტსაძლევს შესაძლებლობას გადაუგზავნოს მკურნალ ექიმს სხვადასხვა სამედიცინოინფორმაცია, მიიღოს ექიმისაგან დიაგნოზი და დანიშნულება. ასევე, მარტივდებაპაციენტისათვის სხვადასხვა სამედიცინო დოკუმენტაციის (ფორმა 100, რეცეპტი, ბიულეტენი და ა.შ.) ონლაინ მიღების შესაძლებლობა.
M: ექიმები როგორ გამოიყენებენ ამ სისტემას?
ექიმებს საშუალება ეძლევათ, მაღალი დონის ავტომატიზაციისა და ციფრულიტექნოლოგიების დახმარებით, გაცილებით ეფექტურად და ხარისხიანად წარმართონდიაგნოსტირების, მკურნალობისა და პაციენტზე შემდგომი მეთვალყურეობის პროცესი.
ექიმი წინასწარ იღებს სტრუქტურირებულ, სრულ ინფორმაციას პაციენტის რისკ–ფაქტორების, სიმპტომებისა და ლაბორატორიული კვლევების შედეგების შესახებ, ასევე, პაციენტის ჩივილებიდან გამომდინარე, სტატისტიკურ მონაცემებს სავარაუდო დაავადებათაალბათობათა შესახებ. ეს მას საბოლოო დიაგნოსტიკის პროცესის დაჩქარებაში ეხმარება დაამცირებს სამედიცინო შეცდომის რისკს.
პაციენტს ექიმთან ფიზიკური ვიზიტი უწევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამას ექიმიჩათვლის საჭიროდ, მაგალითად, ლაბორატორიული კვლევების და სხვა სამედიცინოპროცედურების ჩასატარებლად. გამარტივებულია სხვადასხვა აუცილებელ სამედიცინოდოკუმენტაციასთან მუშაობა ავტომატიზაციის ხარჯზე.
დღეს ექიმი ერთი პაციენტის მიღებაზე საშუალოდ ხარჯავს 30 წუთს, საიდანაც მინიმუმ 15 წუთი პაციენტის გამოკითხვაზე და ანამნეზის შეგროვებაზე იხარჯება. სისტემა საშუალებასიძლევა ეს დრო ავტომატიზაციის ხარჯზე შემცირდეს 50 პროცენტით.
M: რამდენად ზუსტია ხელოვნური ინტელექტის მიერ დასმული “დიაგნოზი” საიტზე?
რაც შეეხება ამჟამად არსებული ე.წ. სიმპტომ ჩეკერის სიზუსტეს. სხვადასხვა დაავადებათა შემთხვევაში, იგი მერყეობს 65 დან 85 პროცენტამდე, თუმცა ლაბორატორიული კვლევების შედეგების დამატებისას, რასაც ჩვენი სისტემა ითვალისწინებს, მისი სიზუსტე კარდინალურად იზრდება.
ასევე უნდა ითქვას, რომ განსაზღვრება „დიაგნოზი“, ჩვენი სისტემის შემთხვევაში, არ არის მისაღები. დიაგნოზის დასმა მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა, ჩვენი სისტემა მხოლოდ განსაზღვრავს დაავადებათა არსებობის რისკების ალბათობებს.
M: ვის მოიაზრებთ თქვენს სამიზნე სეგმენტად?
ჩვენი სამიზნე აუდიტორიაა სამედიცინო დაწესებულებები, სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ ჯანდაცვის სფეროში, ასევე პაციენტები, რომლებიც ჯანმრთელობისპრობლემის დადგომისას მკურნალობის სწრაფ, ეფექტურ და კომფორტულ საშუალებასეძებენ.
M: როგორ ხედავთ ამ პლატფორმის განვითარებას?
დღეს, საიტზე საჯაროდ ხელმისაწვდომია მხოლოდ პირველადი დიაგნოსტიკისა და ექიმების შერჩევის სისტემა, თავად პლატფორმა საჯაროდ ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა მისი beta ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე patient.mydoc.chat და doctor.mydoc.chat.
ამჟამად, მიმდინარეობს სისტემაში ექიმ რადიოლოგთა დამხმარე ინსტრუმენტის – რენტგენის ანალიზატორის ინტეგრაცია.
ეს სისტემა საშუალებას იძლევა პაციენტის რენდგენის ციფრული ვერსიის საიტზე ატვირთვის მეშვეობით დადგინდეს 14 დაავადება სიზუსტით, რომელიც შეესაბამება მსოფლიოს წამყვანი რადიოლოგების დიაგნოსტირების სიზუსტეს.
მომავალში ვგეგმავთ მკერდის კიბოზე მამოგრაფიის ანალიზატორის და ციფრული კარდიოგრამის ანალიზატორების ინტეგრაციას ჩვენს სისტემაში, რომლის მეშვეობითაც ასევე გაიზრდება სათანადო სპეციალისტ ექიმთა მუშაობის ეფექტურობა. ასევე, ვგეგმავთ დავამატოთ ჩვენს სისტემას ე.წ. ფარმაბოტი, რომლის მეშვეობითაც ფარმაციასაც გვინდა გადავწვდეთ.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი
No comments:
Post a Comment